ღვინიაშვილი კანოს ტურნირის ფინალშია

ბექა ღვინიაშვილი ძიგორო კანოს ტურნირზე ფინალში გავიდა და ისტორიულ ოქროს შეუტევს.

მარიამ ჭანტურია 23წ. ევროპის ჩემპიონია

2 ნოემბერს, რუსეთის ქალაქ იჟევსკში მიმდინარე ძიუდოში ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატზე მარიამ ჭანტურია (70 კგ) ოქროს მედალს დაეუფლა.

ეთერ ლიპარტელიანი 23 წლამდელთა ევროპის ჩემპიონია

ძიუდოში ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატზე სამმა ქართველმა მოიპოვა მედლები.

Judomania Tv

ძიუდოს ლეგენდები

ìîäóëè, øàáëîíû DLE èëè ôèëüìû îíëàéí hd è Àâòîìàòè÷åñêèé îáìåí WebMoney è Ïðèâàò24

ქართული ძიუდოს ლეგენდები

ჩოჩიშვილი შოთა
 
user posted image


დაიბადა 10.07.1950, ღვლევი, ქარელი. ძიუდო (93 და 95 კგ). 1972 წლის მიუნხენის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი და 1976 წლის მონრეალის ოლიმპიადის მესამე პრიზიორი, მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (1975), ევროპის ჩემპიონატის სამგზის მეორე (1973, 74, 75) და მესამე (1977) პრიზიორი, სსრკ ჩემპიონატების ორგზის მეორე (1974, 77) და ორგზის მესამე (1974, 75) პრიზიორი. ჰოლანდიის (1974), იაპონიისა (1971, 74) და ბელგიის (1973) საერთაშორისო ტურნირებში გამარჯვებული. საქართველოს ორგზის აბსოლუტური ფალავანი ქართულ ჭიდაობაში (1972, 77). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი, ღირსებისა და ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენების კავალერი
 
ხახალეიშვილი დავით 


user posted image


დაიბადა 28.02. 1971, ქუთაისი. ძიუდო (+95 კგ). 1992 წლის ბარსელონის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი, მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე (1993) და სამგზის მესამე (1991, 93, 95) პრიზიორი, ევროპის სამგზის ჩემპიონი (1993 – +95 და აბსოლუტური, 1996) და მესამე პრიზიორი (1990), სსრკ (1991), სსრკ ხალხთა X სპარტაკიადის (1991) და დსთ-ის ჩემპიონი (1992). 1996 წლის ატლანტის ოლიმპიურ თამაშებში აწონვაზე დაგვიანების გამო მოხსნეს შეჯიბრებიდან. მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი სამბოში (1996, 97). ღირსებისა და ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენების კავალერი



ირაკლი ცირეკიძე




ირაკლი ცირეკიძე (დ. 3 მაისი, 1982) — ქართველი სპორტსმენი, ძიუდოისტი, ოლიმპიური ჩემპიონი, მსოფლიოს ჩემპიონი ძიუდოში 2007 წელს.


2007 წლის 15 სექტემბერს ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე რიო-დე-ჟანეიროში ცირეკიძემ ოქროს მედალი მოიპოვა ბერძენი ილიას ილიადისის დამარცხებით. 2008 წლის 13 აგვისტოს ცირეკიძემ მეტოქეების დამარცხებით ქართულ ოლიმპიურ გუნდს მეორე ოქროს მედალი შეჰმატა.


ლაშა შავდათუაშვილი


user posted image


დაბ. თარიღი 31 იანვარი, 1992 წელი. (-66კგ, -73კგ) ოლიმპიური ჩემპიონი (2012) და ბრინჯაოს მედალოსანი (2016). ევროპის ჩემპიონი (2013), ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის (2016) და ბრინჯაოს მედლის პრიზიორი (2012).
 
ხაბარელი შოთა 


user posted image


დაიბადა 26.12.1958, ძლევისჯვარი, ქარელი. ძიუდო (78 კგ). 1980 წლის მოსკოვის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი, მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (1983), ევროპის ორგზის ჩემპიონი გუნდურ ჩათვლაში (1979, 83), ორგზის მეორე (1979, 82) და ორგზის მესამე (1981, 83) პრიზიორი პირად პირველობაში. სსრკ ორგზის ჩემპიონი (1982, 85), სსრკ ხალხთა VIII სპარტაკიადის ჩემპიონი (1983), საქართველოს აბსოლუტური ფალავანი ქართულ ჭიდაობაში (1981). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი. საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი (1997-იდან). ღირსებისა და ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენების კავალერი.

 
ზვიადაური ზურაბ


user posted image


დაიბადა 02.07.1981, ახმეტა. ძიუდო (90 კგ). პირველი სპორტსმენი, რომელმაც ოლიმპიური ჩემპიონობა მოიპოვა დამოუკიდებელი საქართველოს სახელით (2004, ათენი). მსოფლიოს ჩემპიონატების ორგზის მეორე პრიზიორი (2001, 03), ევროპის ორგზის ჩემპიონი გუნდურ (2002, 03) და მესამე პრიზიორი პირად შეჯიბრებაში (2002). ღირსების ორდენის კავალერი. 
 
ხუბულური თემურ 




დაიბადა 24.04.1955, სკრა, გორი. ძიუდო (95 კგ). მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი (1979, 81), 1980 წლის მოსკოვის ოლიმპიური თამაშების მეორე პრიზიორი, ევროპის ორგზის ჩემპიონი (1976, 77) და მეორე პრიზიორი (1981), ევროპის ჩემპიონი გუნდურ ჩათვლაში (1977), სსრკ ხალხთა VI სპარტაკიადის აბსოლუტური ჩემპიონი (1979), სსრკ ორგზის ჩემპიონი (1979, 82), საქართველოს აბსოლუტური ფალავანი ქართულ ჭიდაობაში (1976), საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენი (1979). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი.
 
ტოტიკაშვილი ამირან 


user posted image


დაიბადა 21.06. 1969, მარტყოფი, გარდაბანი. ძიუდო (60 კგ). 1988 წლის სეულის ოლიმპიური თამაშების მესამე პრიზიორი, მსოფლიოს ჩემპიონი (1989), ევროპის ორგზის ჩემპიონი (1988, 89) და მესამე პრიზიორი (1990), "კეთილი ნების თამაშების” ჩემპიონი (1990), სსრკ ორგზის ჩემპიონი (1988, 89). მსოფლიოს ჩემპიონი სტუდენტთა შორის (1989). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი
 
კურტანიძე კობა 


user posted image


დაიბადა 13.10.1963, რიეთი, გორი. ძიუდო (95 კგ). მსოფლიოს ჩემპიონი (1989), ევროპის ორგზის ჩემპიონი (1987, 89) და მესამე პრიზიორი (1990), სსრკ ხალხთა IX და X სპარტაკიადების ჩემპიონი (1986, 91), სსრკ შვიდგზის ჩემპიონი (1985, 86, 87, 88, 89, 90, 91). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი. ღირსების ორდენის კავალერი.





ავთანდილ ჭრიკიშვილი 





დაიბადა 18 მარტს, 1991წ. მსოფლიო ჩემპიონი (2014), მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი (2013). ევროპის სამგზის ჩემპიონი (2013, 2014, 2015). ტოკიოს გრანსლემის გამარჯვებული (2015). პარიზის გრანსლემის გამარჯვებული (2013, 2015). საქართველოს ორ გზის წლის საუკეთესო სპორტსმენი (2013, 2014). 
 
გურამ თუშიშვილი
 



დაბადების თარიღი 1995 წლის 5 თებერვალი (მძიმე წონა, აბსოლუტური). ევროპის ჩემპიონი (2017 ვარშავა), ევროპული თამაშების გამარჯვებული (2019, მინსკი) და მსოფლიო (2018 ბაქო) ჩემპიონი
  
ლუხუმ ჩხვიმიანი
 

 
 დაბადების თარიღი 1993 წლის 3 მაისი (-60კგ). ევროპის ჩემპიონი და ევროპული თამაშების გამარჯვებული (2019, მინსკი), მსოფლიო ჩემპიონი (ტოკიო, 2019).
 
დავით ბოდაველი
 
 
 
      მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი (1981) ; ევროპის ჩემპიონი (1981). ძიგარო კანოს ტურნირის გამარჯვებული (1982) და ვერცხლის პრიზიორი (1981).        თბილისის ტურნირის ორგზის გამარჯვებული (1979, 1981). 
 
ვარლამ ლიპარტელიანი
 



დაბ. თარიღი 27 თებერვალი 1989 წელი. ევროპის სამ გზის ჩემპიონი (2012, 2014,2016). ევროპის ოთხ გზის ვერცხლის პრიზიორი (2009, 2010, 2013, 2015). ევროპის ბრინჯაოს პრიზიორი (2011). მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი (2013, 2017), მსოფლიო ჩემპიონატის ორ გზის ბრინჯაოს პრიზიორი (2014,2015). პარიზის გრანსლემის ორგზის ოქროს მედლის მფლობელი (2013, 2015),ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედალოსანი (2016)

ხერგიანი ნესტორ 
 



დაიბადა 20.07.1975, მესტია. ძიუდო (60 კგ). ევროპის ორგზის ჩემპიონი (1998, 2003) და ოთხგზის მესამე პრიზიორი (1999-2002). 2004 წლის ათენის ოლიმპიური თამაშების მეორე პრიზიორი და 2000 წლის სიდნეის ოლიმპიადის მონაწილე (დამარცხდა სანუგეშო წრეში), მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (1999), ევროპის ჩემპიონი ჭაბუკთა შორის (1992), მსოფლიოს ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის სამბოში (1994). ღირსების ორდენის კავალერი.


კიკნაძე ანზორ 


user posted image


26.03.1934, ბადიაური. საგარეჯო – 06.09.1976, თბილისი. ძიუდო (93 კგ). 1964 წლის ტოკიოს ოლიმპიური თამაშების მესამე პრიზიორი, მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (1967), ევროპის ოთხგზის აბსოლუტური ჩემპიონი (1962, 64, 65, 66) და ორგზის მეორე პრიზიორი (1967, 68), ევროპის ოთხგზის ჩემპიონი გუნდურ შეჯიბრებაში (1963, 64, 65, 66), სსრკ ხუთგზის ჩემპიონი სამბოში (1961-65), საქართველოს ხუთგზის აბსოლუტური ფალავანი ქართულ ჭიდაობაში (1959-62, 64). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი. დაიღუპა ავტოკატასტროფაში.


კიბორძალიძე აკაკი 


user posted image


17.08.1962, ქუთაისი – 16.07.2001, იქვე. ძიუდო (+ 95 კგ). მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე პრიზიორი (1989), ევროპის ჩემპიონატების ორგზის მესამე პრიზიორი (1987, 88), სსრკ ხალხთა IX სპარტაკიადის ჩემპიონი (1986), სსრკ ჩემპიონი (1987) და მეორე პრიზიორი (1988), თბილისის საერთაშორისო ტურნირის 5-გზის ჩემპიონი. საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი.


ქიბროწაშვილი ანზორ 


user posted image


დაიბადა 25.10. 1939, ახმეტა. ძიუდო (93 კგ). მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე პრიზიორი (1965), ევროპის ორგზის ჩემპიონი პირად (1962, 65) და ოთხგზის ჩემპიონი გუნდურ (1962, 63, 66, 67) პირველობაში, სამგზის მეორე (1963, 67, 69) და მესამე (1966) პრიზიორი პირად ჩათვლაში. სსრკ ორგზის ჩემპიონი სამბოში (1966, 69). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი, სსრკ და საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი, საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი, ღირსების ორდენის კავალერი


ონაშვილი გივი


user posted image


დაიბადა 27.07.1947, პატარძეული, საგარეჯო. ძიუდო (+95 კგ). მიუნხენის ოლიმპიური თამაშების (1972) და მსოფლიოს ჩემპიონატის (1969) მესამე პრიზიორი, ევროპის ორგზის ჩემპიონი პირად (1974, 75) და გუნდურ (1970) პირველობაში, სამგზის მეორე (1969, 72, 76) და მესამე (1971) პრიზიორი, სსრკ ჩემპიონი (1973) და ბრინჯაოს პრიზიორი (1975), სსრკ ორგზის ჩემპიონი სამბოში (1970, 72). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი. ღირსების ორდენის კავალერი


ჩიკვილაძე ფარნაოზ 



14.04.1941, ჩაბინაანი, ახმეტა – 14.06.1966, მოსკოვი. ძიუდო (80 კგ). 1964 წლის ტოკიოს ოლიმპიური თამაშების მესამე პრიზიორი, ევროპის ჩემპიონი (1965) და ორგზის მეორე პრიზიორი (1964, 66) პირად შეჯიბრებაში, ევროპის ჩემპიონი გუნდურ ჩათვლაში (1964). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი. დაიღუპა ავტოკატასტროფაში.


ხარშილაძე რამაზ 


 


დაიბადა 16.01.1951, ნაცარგორა, ხაშური. ძიუდო (95 კგ). 1976 წლის მონრეალის ოლიმპიური თამაშების მეორე პრიზიორი, მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (1975), ევროპის ჩემპიონატების მეორე (1976) და ორგზის მესამე (1975, 80) პრიზიორი, სსრკ ოთხგზის ჩემპიონი (1974, 76, 79, 80), სსრკ ხალხთა VI და VII სპარტაკიადების ჩემპიონი (1975, 79), სსრკ ორგზის ჩემპიონი სამბოში (1971, 73). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი.


თენაძე გიორგი 


user posted image


დაიბადა 24.05.1962, გორი. ძიუდო (71 კგ). 1988 წლის სეულის ოლიმპიური თამაშების მესამე პრიზიორი, მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (1989), მსოფლიო უნივერსიადის ჩემპიონი (1985) და მესამე პრიზიორი (1984), ევროპის ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (1989), ევროპის თასის მფლობელი (1986), სსრკ სამგზის ჩემპიონი (1986, 89, 90). საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი.


ნიჟარაძე ჯიბილო 
 
 


1946, ლენტეხი – 1993, თბილისი. ძიუდო (+95 კგ). ევროპის ჩემპიონი (1975), ორგზის მეორე (1977, 78) და ორგზის მესამე (1973, 76) პრიზიორი, მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (1975), სსრკ ხალხთა VI სპარტაკიადის ჩემპიონი (1975), სსრკ ორგზის ჩემპიონი (1974, 75), ბულგარეთის (1974), გერმანიისა (1975) და ჰოლანდიის (1977) საერთაშორისო ტურნირებში გამარჯვებული. საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი.


ფიცხელაური შენგელი 





დაიბადა 02.08. 1946, ახშანი, ახმეტა. ძიუდო (63 კგ). მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (1973), ევროპის სამგზის ჩემპიონი გუნდურ ჩათვლაში (1973, 74, 75), ევროპის ჩემპიონატების სამგზის მეორე (1971, 73, 75) და მესამე (1974) პრიზიორი პირად პირველობაში. სსრკ პირველი ჩემპიონი ძიუდოსა (1973) და სამბოში (1970). საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი, გენერალ-მაიორი, ღირსების ორდენის კავალერი.


გოგოლაური გურამ 


user posted image


დაიბადა 28.04.1944, მანავი, საგარეჯო. ძიუდო (80 კგ). ევროპის სამგზის ჩემპიონი გუნდურ ჩათვლაში (1972, 73, 74), ორგზის მეორე (1971, 72) და მესამე (1973) პრიზიორი პირად შეჯიბრებაში, მიუნხენის (1972) ოლიმპიური თამაშების მონაწილე (V ადგილი), სსრკ ჩემპიონატის მეორე (1974) და მესამე (1973) პრიზიორი, სსრკ ხალხთა V სპარტაკიადის ჩემპიონი სამბოში (1971). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი.


ნათელაშვილი ჯემალ 
 



დაიბადა 29.05. 1944, დუშეთი. ძიუდო, სამბო (70 კგ). ევროპის ჩემპიონატის მეორე პრიზიორი ძიუდოში (1968) და სსრკ ჩემპიონატის მეორე პრიზიორი სამბოში (1966). საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი. ღირსების ორდენის კავალერი.


ზურაბიანი ოლეგ 





დაიბადა 15.05.1957, ჩოლური, ლენტეხი. ძიუდო (63 კგ). ევროპის ჩემპიონი (გუნდური, 1977) და მეორე პრიზიორი (1976), სსრკ ჩემპიონი (1976) და თასის მფლობელი (1978), 1976 წლის მონრეალის ოლიმპიური თამაშების მონაწილე (პირველი წრე). საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი, ღირსების ორდენის კავალერი.


მარტყოფლიშვილი ანზორ 


user posted image


დაიბადა 14.10. 1940, ზემო მაჩხაანი, დედოფლისწყარო. ძიუდო (63 და 66 კგ). ევროპის ჩემპიონი (1968) და მესამე პრიზიორი (1971), სსრკ ჩემპიონი სამბოში (1970). სსრკ ძიუდოისტთა ნაკრების მწვრთნელი და გუნდის უფროსი (1977-86), საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი (1991-იდან) და გენერალური მდივანი (2001-იდან). ძიუდოს და სუმოს შესახებ სამი ნაშრომის ავტორი. საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი. საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი სამბოსა და ძიუდოში, სსრკ და საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი ძიუდოში. ღირსების ორდენის კავალერი.


რევაზიშვილი გიორგი
 
user posted image


დაიბადა 16.11. 1974, საგარეჯო. ძიუდო (66 და 73 კგ). მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე (1997) და მესამე (1999) პრიზიორი, ევროპის ჩემპიონი (1996), ორგზის მეორე (1995, 97) და სამგზის მესამე (1994, 98, 2000) პრიზიორი. ღირსების ორდენის კავალერი


ვაზაგაშვილი გიორგი 


user posted image


დაიბადა 19.04.1974, ფლავი, გორი. ძიუდო (66 და 71 კგ). ევროპის ორგზის ჩემპიონი (1996, 97), მეორე (1995) და ორგზის მესამე (1999, 2000) პრიზიორი, მსოფლიოს ჩემპიონატების მეორე (1995) და ორგზის მესამე (1993, 97) პრიზიორი, 2000 წლის სიდნეის ოლიმპიადის მესამე პრიზიორი, ატლანტისა (1996, VII ადგილი) და ათენის (2004, დამარცხდა პირველ წრეში) ოლიმპიური თამაშების მონაწილე. დსთ-ის ჩემპიონი (1992), მსოფლიოსა (1994) და ევროპის (1993) ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის. საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენი (1995). 2004 წლიდან გამოდის საბერძნეთის სახელით. ღირსებისა და ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენების კავალერი.


დგებუაძე ვლადიმერ 


user posted image


დაიბადა 02.10.1970, სოხუმი. ძიუდო (71 კგ). ევროპის ჩემპიონი (1993), ევროპის თასის მფლობელი (1989), მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (1991), კეთილი ნების თამაშების მესამე პრიზიორი (1990). სსრკ ჩემპიონატების ორგზის მეორე პრიზიორი (1989, 91), 1996 წლის ატლანტის ოლიმპიური თამაშების მონაწილე (X ადგილი). საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი.


ჯიქურაული ივერი 





დაიბადა 22.03.1976, დუშეთი. ძიუდო (100 კგ). ევროპის ჩემპიონატების ორგზის მეორე (1995, 2000) და ორგზის მესამე (1994, 2001) პრიზიორი. მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატების მეორე (1994) და მესამე (1996) პრიზიორი. 2000 წლის სიდნეისა (VII ადგილი) და 2004 წლის ათენის (IX-X ადგილი) ოლიმპიური თამაშების მონაწილე


ლიპარტელიანი სოსო 





დაიბადა 03.02. 1971, ხოფური, ლენტეხი. ძიუდო (78 კგ). 1996 წლის ატლანტის ოლიმპიური თამაშების მესამე პრიზიორი, ევროპის ჩემპიონატის მეორე პრიზიორი (1993). მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე პრიზიორი სამბოში


ჩოჩიშვილი რამაზ 


 


დაიბადა 14.11.1975, გორი. ძიუდო (+95 კგ). ევროპის ჩემპიონატების ორგზის მესამე პრიზიორი (1996, 2001). ავსტრიის, მოსკოვისა და თბილისის საერთაშორისო ტურნირებში გამარჯვებული. 1994-96 წლებში გამოდიოდა უკრაინის სახელით.


მარგოშვილი დავით 





დაიბადა 11.08.1980, ახმეტა. ძიუდო (60 და 66 კგ). ევროპის ჩემპიონატების ორგზის მეორე პრიზიორი (2001, 03), ევროპის ჩემპიონი (2003) და მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე პრიზიორი (2002) გუნდურ პირველობაში, ევროპის ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის (1998), 2004 წლის ათენის ოლიმპიური თამაშების მონაწილე (დამარცხდა მესამე ადგილისთვის ბრძოლაში).


ქევხიშვილი დავით 





05.01.1983, ახალსოფელი, ყვარელი. ძიუდო (73 კგ). ევროპის ჩემპიონი გუნდურ პირველობაში (2002), ევროპის ჩემპიონატების მეორე (2002) და ორგზის მესამე (2004, 05) პრიზიორი პირად ჩათვლაში, მსოფლიოს თასის გათამაშების მეორე პრიზიორი გუნდურ შეჯიბრებაში (2002), ევროპის ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის (2002), 2004 წლის ათენის ოლიმპიური თამაშების მონაწილე (VII ადგილი). ღირსების მედლის კავალერი,2012 წლიდან საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი(2018წ-მდე).
 
ზაზა კედელაშვილი
 



 დაბადებული 1985 წლის 12 ნოემბერს. ევროპის სამ გზის ჩემპიონი (2006, 2007, 2008) . მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატის ორგზის გამარჯვებული (2006, 2008). ახალგაზრდებში მსოფლიო ვიცე-ჩემპიონი, თბილისის ტურნირის სამგზის გამარჯვებული. 
 
ლაშა გუჯეჯიანი
 
 
დაბადებული 1985 წლის 12 აგვისტოს. მსოფლიოს 2 გზის ბრინჯაოს პრიზიორი (2005, 2007) ევროპის ვერცხლის პრიზიორი (2007). საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელი. 

ამირან პაპინაშვილი





დაბ. თარიღი17 ივნისი 1988 წელი. (60კგ.). ევროპის ჩემპიონი (2013), ევროპის ვერცხლის პრიზიორი (2014), ევროპის ბრინჯაოს ბრიზიორი (2015). მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი (2014). ოქროს მედალი მოსკოვის გრანსლემზე (2013), ოქროს მედალი აბუდაბის გრანსლემზე (2015).


ადამ ოქრუაშვილი
 



დაბ. თარიღი 1 იანვარი 1989წ. (მძიმე წონა, აბსოლუტური). ევროპის ჩემპიონი (2015), ევროპის ორ გზის ვერცხლის პრიზიორი (2013, 2014). ევროპის ბრინჯაოს პრიზიორი (2006). მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი (2015). ოქროს მედალი მასტერსზე (2013). რიოს გრანსლემის გამარჯვებული (2012).


 ვაჟა მარგველაშვილი
 

 
     დაბ. თარიღი 3 ოქტომბერი 1993წ. მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი (2017) , ევროპის ჩემპიონი (2016) , ბრინჯაოს პრიზიორი ევროპულ თამაშებზე (2019) . საერთაშორისო ტურნირების 5 გზის გამარჯვებული. 
 
 

მსოფლიო ძიუდოს 10 ლეგენდა

  იასუჰირო იამასიტა
 

 
      დაბ. თარიღი 1957 წლის 1 ივნისი. ზედიზედ ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონი (+95კგ. . 1979, 1981, 1983 აბს. 1983), ოლიმპიური ჩემპიონი (აბს. 1984). უბადლო ძიუდოს სტილის, ოლიმპიადის ტრავმირებული ფეხით მოგების, დაუმარცხებელი ძიუდოისტის სტატუსის და კიდევ უამრავ გარემოებათა გამო ძიუდოს ავტორიტეტული წყაროების მიერ აღიარებულია ყველა დროის საუკეთესო ძიუდოისტად.
 
ტედი რინერი
 

 
     დაბ. თარიღი 1989 წლის 7 აპრილი. მსოფლიოს 10 გზის ჩემპიონი (+100კგ.: 2007, 2008, 2009, 2010, 2011, 2013, 2014, 2015, 2017, აბს. 2017) და ვერცხლის პრიზიორი (აბს. 2010), 2გზის ოლიმპიური ჩემპიონი (2012, 2016) და ბრინჯაოს პრიზიორი (2008), ევროპის 5 გზის ჩემპიონი (2007, 2011, 2013, 2014, 2016). ყველა დროის ყველაზე ტიტულოვანი ძიუდოისტი, ვისი დამარცხებაც 2010 წლიდან დღემდე ვერავინ შეძლო. სამჯერ დასახელებულია საფრანგეთის წლის სპორტსმენად.
 
ანტონ გესინკი
 

 
    დაბ. თარიღი 1934 წლის 6 აპრილი. გარდ. თარიღი 27 აგვისტო, 2010წ. ძიუდოს ისტორიაში პირველი ოლიმპიური ჩემპიონი აბსოლუტურ წონით კატეგორიაში (1964) , პირველი არაიაპონელი მსოფლიო ჩემპიონი (2ჯერ 1961, 1965) . ევროპის ჩემპიონი 21-ჯერ. მე-10 დანის ძიუდოისტი. ნიდერლანდელს უზომოდ დიდი წვლილი აქვს შეტანილი ძიუდოს ევროპულ განვიათარებაში.


 
ტადაჰირო ნომურა
 

 
     დაბ. თარიღი 1974 წლის 10 დეკემბერი. სამ გზის ოლიმპიური ჩემპიონი (-60კგ. 1996, 2000, 2004), მსოფლიო ჩემპიონი (1997) და ბრინჯაოს პრიზიორი (2003). ყველაზე ტიტულოვანი ძიუდოისტი ოლიმპიადაზე. არის 2 გზის მსოფლიო ჩემპიონების, ჰფუმი და უტა აბეების ბიძა.
 
რიოკო ტანი
 

    დაბ. თარიღი 1975 წლის 6 სექტემბერი. ოლიმპიური ჩემპიონი (-48კგ. 2000, 2004) ვერცხლის პრიზიორი (1992, 1996) და ბრინჯაოს პრიზიორი (2008). მსოფლიოს 7 გზის ჩემპიონი (1993, 1995, 1997, 2001, 2003, 2005, 2007). 5 ოლიმპიადაზე შედეგიანი მონაწილეობის და წონის მუდმივი დაცვის გამო ითვლება ყველა დროის ყველაზე სტაბილურ ძიუდოისტად.  


დავიდ დუიე
 

 
     დაბ. თარიღი 1967 წლის 17 თებერვალი. მსოფლიოს 5 გზის ჩემპიონი (+100კგ. 1993, 1994, 1995, 1997. აბს: 1995), 2 გზის ოლიმპიური ჩემპიონო (1996, 2000) და ბრინჯაოს პრიზიორი (1992). 2 გზის ევროპის ჩემპიონი (1993, 1994). პირველი კომპიუტერული თამაში ძიუდოზე სწორედ მის სახელს ატარებს. დასახელებულია საფრანგეთის წლის საუკეთესო სპორტსმენად.
 
ჰიტოში საიტო
 

 
      დაბ. თარიღი 1961 წლის 2 იანვარი, გარდ. თარიღი 2015წ. 20 იანვარი. 2 გზის ოლიმპიური ჩემპიონი (+95კგ.1984, 1988) და მსოფლიო ჩემპიონი (1983). ასევე აზიური თამაშების გამარჯვებული (1986). 
 
 
მაილინდა კელმენდი
 

 
    დაბ. თარიღი 1991 წლის 9 მაისი. ოლიმპიური ჩემპიონი (-52კგ 2016), მსოფლიო ჩემპიონი (2013) და ბრინჯაოს პრიზიორი (2019), ასევე ევროპის 4 გზის ჩემპიონი (2014, 2016, 2017, 2019). ითვლება პირველ ადამიანად, რომელმაც ახლადშექმნილი სახელმწიფოს კოსოვოს სახელი მსოფლიოს ფარგლებში გაიტანა, ის დიდ ხანს იბრძოდა თავისი ქვეყნის სახელით გამოსვლისთვის, სწორედ ამიტომ თავის ქვეყანაში სარგებლობს განსაკუთრებული პატივით და რამდენჯერმე დასახელდა ყველაზე პოპულარულ ადამიანად.
 
კე სუნ ჰი
 

 
დაბ. თარიღი 1979წ. 2 აგვისტო. ოლიმპიური ჩემპიონი (-48კგ. 1996) ვერცხლის პრიზიორი (-52კგ. 2000) და ბრინჯაოს პრიზიორი (-57კგ. 2004). მსოფლიოს 4 გზის ჩემპიონი (-52კგ. 2001 , -57კგ. 2003, 2005, 2005) ვერცხლის პრიზიორი (-52კგ. 1997) და ბრინჯაოს პრიზიორი (-52კგ. 1997). 1996 წელს ატლანტის ოლიმპიადაზე მოხვდა ველური ბარათით, მისი ჩემპიონობა ფინალში ლეგენდარული რიოკო ტანის დამარცხებით, ჩაითვალა ოლიმპიადის ყველაზე დიდ სენსაციად.
 
კი იონ ჩონი
 

 
     დაბ თარიღი 1973 წლის 11 ივლისი. ოლიმპიური ჩემპიონი (-86კგ. 1996) და მსოფლიოს 3 გზის ჩემპიონი (-78კგ. 1993, -86კგ. 1995, 1997). კარიერა დაასრულა 25 წლის ასაკში ორივე მუხლის ტრავმის გამო. შეხვედრა არ წაუგია მსოფლიო ჩემპიონატზე და ოლიმპიადაზე. მას ხშირად მოიხსენიებენ, როგორც კორეელ იამასიტას.
 
 
скачать софт

ჩემი გვერდი

გამოკითხვა

მოგწონთ საიტი ?

მინი-ჩატი

რეკლამა