ღვინიაშვილი კანოს ტურნირის ფინალშია

ბექა ღვინიაშვილი ძიგორო კანოს ტურნირზე ფინალში გავიდა და ისტორიულ ოქროს შეუტევს.

მარიამ ჭანტურია 23წ. ევროპის ჩემპიონია

2 ნოემბერს, რუსეთის ქალაქ იჟევსკში მიმდინარე ძიუდოში ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატზე მარიამ ჭანტურია (70 კგ) ოქროს მედალს დაეუფლა.

ეთერ ლიპარტელიანი 23 წლამდელთა ევროპის ჩემპიონია

ძიუდოში ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატზე სამმა ქართველმა მოიპოვა მედლები.

Judomania Tv

რატომ დამარცხდა მაისურაძე ფინალში

გთავაზობთ ანალიტიკურ სტატიას, სადაც განხილული გვექნება ლუკა მაისურაძის ძლიერი და სუსტი მხარეები.
 
ძიუდოისტები შეგვიძლია ორ ნაწილად დავყოთ:
 
1. ძიუდოისტები, რომლებიც პირველ რიგში კარგ ჩავლებაზე მუშაობენ, რომ ნებისმიერი გდება 100% შედეგიანად შეასრულონ (კლასიკური სტილი)
2. ძიუდოისტები, რომლებიც სუსტი ჩავლების დროსაც მიდიან შეზღუდული კატეგორიის გდებებზე, რომელიც რამდენიმე ცდიდან შეიძლება ერთხელ დასრულდეს ქულით (თანამედროვე სტილი).
 
ლუკა მაისურაძეს ორივე კატეგორიის ძიუდოისტებისთვის დამახასიათებელი ელემენტები აქვს. მიუხედავად იმისა, რომ კლასიკურ კუმი-კატას ჩავლებაზე არ არისაქცენტირებული და ცალმხრივ ჩავლებებსაც ხშირად მიმართავს, მისი ჩავლებები საკმაოდ მძლავრია და მაშინათვე შეტევა მოჰყვება, რის გამოც შიდოს მიღების რისკიც დაბალია და მეტოქეც ბალანსს უფრო ადვილად კარგავს. ძიუდოისტები მიჩვეული არიან, რომ არატრადიციული ჩავლებები ძირითადად მყარი არ არის, რადგან მეტოქეს სივრცე არ რჩება, ხელის მოხრა უწევს და ასეთ ჩავლების დროს ფეხით შესრულებულ მძლავრ გდებაზე (ოსოტო გარი, უჩი-მატა..)  ბოლომდე კონტროლს ვერ ახორციელებს. მისგან დასხლტომა ადვილია. ლუკა სხვებისგან განსხვავებით არატრადიციულ ჩავლებებსაც საკმაოდ მძლავრად იღებს და გდების ბოლო ეპიზოდამდე არ კარგავს კონტროლს.
 
სდსადა
 ფოტოზე ლუკას ორი ჩავლება ცალმხრივად აქვს აღებული, თუმცა შეტევის ბოლო ფაზამდე მძლავრად უჭირავს და არ უშვებს, რის გამოც გდება ისეთივე წარმატებით სრულდება, როგორც მძლავრი კუმი-კატას ჩავლების დროს.
 
ლუკას შეტევის დროს მეტოქე ძალის ზეწოლით კარგავს ბალანსს და არა სისწრაფის, რის გამოც მეტოქეს დიდი დრო აქვს რეაგირებისთვის. ის ძუდოისტები, რომლებიც ზემოდან ჭიდაობენ და წონასწორობას იოლად კარგავენ, ცდილობენ გდებას მუცელზე ან მუხლებზე დაცემით გაექცნენ და სწორედ აქ უშვებენ შეცდომას, რადგან ლუკა, როგორც ზემოთ აღვნიშე, ჩავლებას ბოლომდე აკონტროლებს და მეტოქე თუ შეტევის პირველ ფაზას გადაურჩა, ისევ აწვება და მეორე ფაზაში ვაზარს მაინც იღებს. ხოლო ის ძიუდოისტები, რომლებიც ლუკას მიძალების დროს წონასწორობას არ კარგავენ და ფეხზე მყარად დგანან, უპირატეს მდგომარეობაში არიან, ლუკა კი მაინც ცდილობს შეტევა მეორე ფაზით დაასრულოს, რითაც კარგი ბალანსის მქონე მოწინააღმდეგე სარგებლობს და ლუკას ამ მცდელობას კონტრ-ილეთს უხვედრებს, როგორც ეს დღეს ლისთან მოხდა.
 
ეპიზოდი 1: ლუკა უშედეგოდ ასრულებს შეტევის პირველ ფაზას, კორეელი ფეხზე მყარად დგას.

 
 
 
ეპიზოდი 2: ლუკას, რადგან ჩავლებას აკონტროლებს, ცდილობს შეტევის მეორე ფაზა დაიწყოს. კორეელი კვლავ მყარად დგას და კონტრ-ილეთისთვის თავადაც იღებს ჩავლებას.
 
 
 
ეპიზოდი 3: ლუკა კარგავს ჩავლებაზე კონტროლს და ლი ასრულებს კონტრ-ილეთს.
 
 
ლუკასთვის რთულია აირჩიოს, თუ ვისთან და როდის უნდა დაასრულოს შეტევა პირველი ფაზის შემდგომ და ვისთან, როდის უნდა გადავიდეს მეორე ფაზაზე, რადგან ეს ტაქტიკა გარკვეულ შემთხვევებში წარმატებით სრულდება, გარკვეულ შემთხვევებში კი პირიქით. ალბათ ამ ყველაფერს ლუკა გამოცდილების მიღებასთან ერთად ისწავლის, როდესაც წონის ფავორიტებთან რამდენჯერმე იქნება ნაჭიდავები და კარგად ეცოდინება ვინ რა დროს არის სახიფათო, მანამდე კი აღნიშნულის შესწავლა მწვრთნელების მოვალეობაა.
скачать dle 10.4фильмы бесплатно
  • ავტორი: admin
  • ნახვები: 257
  • კომენტარი: 0
  • სახელი:*
    E-Mail:
    მუქი დახრილი ტექსტი ხაზგასმული ტექსტი აღნიშნული ტექსტი | მარცხნივ განთავსება ცენტრში მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ბმულის ჩასმადაცული ბმულების ჩასმა აირჩიეთ ფერი | ტექსტის დაფარვა ციტატის ჩასმა მონიშნული ტექსტის კირილიკურში გადაყვანა ჩასვით სპოილერი
    უსაფრთხოების კოდი: *
    კოდის განახლება

    ჩემი გვერდი

    გამოკითხვა

    მოგწონთ საიტი ?

    მინი-ჩატი

    რეკლამა