ღვინიაშვილი კანოს ტურნირის ფინალშია

ბექა ღვინიაშვილი ძიგორო კანოს ტურნირზე ფინალში გავიდა და ისტორიულ ოქროს შეუტევს.

მარიამ ჭანტურია 23წ. ევროპის ჩემპიონია

2 ნოემბერს, რუსეთის ქალაქ იჟევსკში მიმდინარე ძიუდოში ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატზე მარიამ ჭანტურია (70 კგ) ოქროს მედალს დაეუფლა.

ეთერ ლიპარტელიანი 23 წლამდელთა ევროპის ჩემპიონია

ძიუდოში ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატზე სამმა ქართველმა მოიპოვა მედლები.

Judomania Tv

პოლინგის მასტერკლასი და ტურნირის კორეელი აღმოჩენა

ქალები
 
-63კგ-ში ოლიმპიური ჩემპიონი, ტინა ტრსტენიაკი, წინასაოლიმპიადოდ ნელ-ნელა იკრებს ფორმას, რაც დღეს მოპოვებულ ოქროში გამოიხატა, თუმცა შეხვედრებს არცისე დამაჯერებლად იგებს, როგორც მისი მრისხანე მეტოქე აგბენენუ. ფინალში მან კუბელი კარვახალ დელტორო ოქროს დროში დაამარცხა. ბრინჯაოს მედლები კი ჩინელმა იანგმა და ბრაზილიელმა კუადროსმა გაინაწილეს.
 
-70კგ-ში კიმ პოლინგმა ნამდვილი მასტერკლასი გვანახა. ხუთივე შეხვედრა ორ წუთზე ნაკლებ დროში ძალიან იოლად მოიგო. განსაკუთრებით ეფექტური იყო, 1/2 ფინალში ელვისმარ როდრიგესთან ჭიდაობა, როდესაც წუთსა და 16 წამში ორი ვაზარი საკმაოდ ეფექტურად შეუსრულა, ფინალში კი თანაგუნდელი ვან დაიკი დააგდო იპონზე. მიკაელა პოლერესი და ელვისმარ როდრიგესი ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ.
 
კაცები
 
-73კგ-ში ყველას ბილალ ჩილოღლუმ აჯობა. 21 წლის თურქი, რომელიც ახალგაზრდებში მსოფლიო ჩემპიონი გახდა, დიდებშიც საკმაოდ კარგად ასპარეზობს. წელს ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაო მოიპოვა, ახლა კი გრან-სლემის რანგის ტურნირიც მოიგო. ფინალში მან კანადელი მარგელიდონი დაამარცხა იპინით. ბრინჯაოს მედალს იგორ ვანდტკე დაეუფლა, რომელმაც წონის ფავორიტი რუსტამ ორუჯოვი დატოვა მედლის გარეშე, მეორე მედალი კი უზბეკმა ტურაევმა მოიპოვა, რომელმაც მძიმე ტრავმის შემდეგ პირველი სერიოზული რეზულტატის გამკეთებელი დირკ ვან ტიხელტი დაამარცხა.
 
-81კგ-ში ტურნირის აღმოჩენად შეგვიძლია ჩავთვალოთ, კორეელი ლი მუნ ჯინი, რომელმაც 1/4 ფინალში დომენიკ რესელი დააგდო 36 წამში, 1/2 ფინალში კი ვედატ ალბაირაქისთვის უბადლო ჩახტომული კისრულის შესასრულებლად სულ რაღაც 11 წამი დასჭირდა. ფინალში ორი ვაზარით მსოფლიო ჩემპიონატის პრიზიორი ლუკა მაისურაძე დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ 25 წლის კორეელისთვის IJF ტურნირებზე ეს პირველი მედალია, მერედა როგორი მედალი. ოქრო გრანსლემზე. ბრინჯაოს მედალს დომენიკ რესელი დაეუფლა, რომელმაც ფორტიეს ჩინებული ხაბარელი შეუსრულა, მეორე ბრინჯაოს კი ვედათ ალბაირაქი დაეუფლა. მან ფრენკ დევიტი ხაბარელის წარუმატებელი მცდელობის შემდეგ შებოჭა.
скачать dle 10.4фильмы бесплатно
  • ავტორი: admin
  • ნახვები: 235
  • კომენტარი: 0
  • სახელი:*
    E-Mail:
    მუქი დახრილი ტექსტი ხაზგასმული ტექსტი აღნიშნული ტექსტი | მარცხნივ განთავსება ცენტრში მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ბმულის ჩასმადაცული ბმულების ჩასმა აირჩიეთ ფერი | ტექსტის დაფარვა ციტატის ჩასმა მონიშნული ტექსტის კირილიკურში გადაყვანა ჩასვით სპოილერი
    უსაფრთხოების კოდი: *
    კოდის განახლება

    ჩემი გვერდი

    გამოკითხვა

    მოგწონთ საიტი ?

    მინი-ჩატი

    რეკლამა