ღვინიაშვილი კანოს ტურნირის ფინალშია

ბექა ღვინიაშვილი ძიგორო კანოს ტურნირზე ფინალში გავიდა და ისტორიულ ოქროს შეუტევს.

მარიამ ჭანტურია 23წ. ევროპის ჩემპიონია

2 ნოემბერს, რუსეთის ქალაქ იჟევსკში მიმდინარე ძიუდოში ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატზე მარიამ ჭანტურია (70 კგ) ოქროს მედალს დაეუფლა.

ეთერ ლიპარტელიანი 23 წლამდელთა ევროპის ჩემპიონია

ძიუდოში ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატზე სამმა ქართველმა მოიპოვა მედლები.

Judomania Tv

აბუდაბის გრანსლემი - დღე III (პრევიუ)

-90კგ.
 
გიორგი პაპუნაშვილი ასპარეზობას ტუნისელ უსამა სნუსთან დაიწყებს. სნუსი საკმაოდ გამოცდილი ძუდოისტია, მაგრამ მეეჭვება გიორგისთან რამე გააწყოს. მეორე შეხვედრა კი ნიკო შერაზადიშვილსა და ხუსენ ხალმურზაევს შორის გამარჯვებულთან უწევს. ხალმურზაევი გიორგის დამარცხებული ჰყავს და ალბათ მასთან შეხვედრა უფრო ურჩევნია, თუმცა იმედია მისი უჩვეული სტილი ქართული წარმოშობის შერაზადიშვილისთვისაც უხერხული აღმოჩნდება, ნიკოს გავლის შემდეგ კი გიორგი თავის ძალებში დარწმუნდება და მეეჭვება მედლის გარეშე დარჩეს. 1/4 ფინალში გიორგის სავარაუდოდ ღვინიაშვილის უხერხული მეტოქე ტრიპელი დაელოდება და ეს შეხვედრაც დიდ ინტერესს გამოიწვევს.
 
ავთოს კიდევ უფრო რთული ბადე აქვს. პირველ შეხვედრაში არ უნდა გაუჭირდეს ბრიტანელი ჯამალ პეტგრეივის დამარცხება, მეორე შეხვედრაში კი კუბელი სილვა-მორალესი შეხვდება, ავთომ კუბელის ძალისმიერ სტილს რამე უნდა მოუხერხოს, შემდეგ კი დონგჰან გვაკი ელოდება. მორალესის გავლის შემთხვევაში რეპეშაჟში ადგილს დაიბევებს, ამიტომ ამ შეხვედრისთვის განსაკუთრებული მომზადება დასჭირდება, რადგან თუ ოლიმპიადაზე წასვლის სურვილი აქვს, ამისთვის როგორც მინიმუმ სალიცენზიო ზონაში ყოფნა დასჭირდება, რომ ამ ზონაშ მყოფ ქართველებს გაუწიოს კონკურენცია, მორიგი ტურნირიდან ნაადრევად გამოთიშვა, კი საქმეს ძალიან გაურთულებს. ავთოს ამ ტურნირზე წარმატება საქართველოს ჩემპიონატისთვის ფსიქოლოგიურად მომზადებაში ძალიან დაეხმარება, რადგან ირწმუნებს რომ ოლიმპიადაზე წასვლის რეალური შანსი აქვს.
 
-100კგ.
 
ამ წონაში ქართველი არ ასპარეზობს, ამიტომ დიდ ხანს არ შევჩერდებით, უბრალოდ უნდა აღვნიშნოთ რომ დილის საათებში დიდ ინტერესს იპყრობს გულამ ჩოსა და სირილ მარეს შორის დაპირისპირება. ყველაზე კონკურენტულ წონაში ტრადიციულად ბევრი მაღალი დონის ძიუდოისტი იყრის თავს, ვნახოთ ვინ იმარჯვებს.
 
+100კგ.
 
ლევან მატიაშვილი, თურქ ქემალ ერდოღანთან უნდა გახურდეს, შემდეგ კი პირველ ნომრად განთესილ როი მეიერს შეხვდება. მეიერი რთული მეტოქეა, მაგრამ თუ ლევანი კარგ ფორმაშია, მისი დამარცხება განსაკუთრებულად რთული ნამდვილად არ იქნება, მითუმეტეს ამის გამოცდილება აქვს. მეიერის გავლის შემთხვევაში წარსულში მის უხერხულ მეტოქეს ანტონ კრივობოკოვს შეხვდება, თუმცა მეიერის გავლის შემდეგ მეეჭვება კრივობოკოვთან დამარცხდეს. წონაში რამდენიმე ანგარიშგასაწევი ძიუდოისტია, მაგრამ ყველაზე რთული შეხვედრა ლევანს სწორედ მეიერთან ელოდება.
 

 

скачать dle 10.4фильмы бесплатно
  • ავტორი: admin
  • ნახვები: 198
  • კომენტარი: 0
  • სახელი:*
    E-Mail:
    მუქი დახრილი ტექსტი ხაზგასმული ტექსტი აღნიშნული ტექსტი | მარცხნივ განთავსება ცენტრში მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ბმულის ჩასმადაცული ბმულების ჩასმა აირჩიეთ ფერი | ტექსტის დაფარვა ციტატის ჩასმა მონიშნული ტექსტის კირილიკურში გადაყვანა ჩასვით სპოილერი
    უსაფრთხოების კოდი: *
    კოდის განახლება

    ჩემი გვერდი

    გამოკითხვა

    მოგწონთ საიტი ?

    მინი-ჩატი

    რეკლამა